18 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"კატეგორიულად მიუღებელია სოხუმში რუსული უკანონო ვოიაჟები" - ირაკლი ბერაია 

რა სიტუაციია ოკუპირებულ რეგიონებში, პოლიტიკური ვითარება სოხუმში და ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში - ამ საკითხებზე პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობდნენ.

დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდნენ. 

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სოხუმში რუსული უკანონო ვოიაჟები, რომელიც მხოლოდ რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება. განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ოკუპირებულ ახალგორში ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული პროცესები. ეს სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა. მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი, პროცესების ჩაშლასა და იგნორირებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაცილებით უკეთესი ინტენსივობით და საერთაშორისო დახმარებით მიმდინარეობდა პროცესები, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებამ არათუ ჩაშალა არამედ, დემონსტრაციულად მოახდინა მისი იგნორირება და შედეგიც სახეზეა," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკმა

დღის ამბები