საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისთვის 583 მილიონი ლარი დაიხარჯება, პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
"პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი რეალიზდეს და მისი საზოგადოებამდე მიტანა შევძლოთ. არ დავიშურებთ ძალისხმევას ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის," - ამბობს "China national technical import and export corporation"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, იანგ ბინგი.