ჩუღურეთში N10 ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია დასრულდა. შენობა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ბაღის ტერიტორიაზე აშენდა ახალი კორპუსიც, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები.
თბილისის მერის თქმით, განხორციელდა ორი პროექტი, მათ შორის ერთი იყო ძველი ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო მეორე ახალი ბაღის მშენებელობა.