ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ადა მარშანია უნდობლობას უცხადებს. პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მონაცემები არასწორია და მათი დაბალი რეიტინგი რეალობას არ ასახავს.
"ჩვენ ან 3 %-ს გვიწერენ, ან 4%-ს. არასოდეს ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" წინ არ ვართ, ის კი არა, "ლეიბორისტები" არიან ჩვენს წინ. თქვენ თავად განსაჯეთ, ლამის ყოველ კვირა ჩვენ შეგვიძლია უამრავი ხალხმრავალი აქცია საქართველოს ნებისმიერ წერტილში გავმართოთ. იყოს მათ ნამუსზე, თუ ნამუსი აქვთ NDI-ის თანამშრომლებს," - განაცხადა ადა მარშანიამ.