ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისზე პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა მოუსმინეს.
"ჩვენი მხრიდან გაკეთდა პროცესების სრული ანალიზი, რასაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტარებისგან ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა, რომელსაც ჩვენი მხრიდან ამომწურავი პასუხი გაეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, ნებისმიერ დროს მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მიმოიხილოს ის პროცესები, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.