18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სასამართლო, პროკურატურა, შსს, სუს-ი - ეს არის ერთი საბჭოთა ინსტიტუტი, სადაც შოთაძე იქნება თუ სხვა არაფერს ცვლის - ჯაფარიძე

ოპოზიცია შოთაძის პროკურორის კანდიდატურაზე წარდგენას, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მანკიერ პრაქტიკას უწოდებს.

"ვთვლი, რომ შოთაძის კანდიდატურის მეორედ წარდგენა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ქვეყნისა და მოქალაქეების შეურაცხყოფაა. გუნდის შიგნით აქამდე ერთმანეთს ასწრებდნენ კომენტარებში შოთაძე უნდა გადადგესო, დღეს კი პირიქით ამტკიცებენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომლის შესრულებაც სამწუხაროდ, ასეთი ფორმით უწევს უმრავლესობას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროკურატურა, როგორც სხვა სახელმწიფო უწყება, საბჭოთა ინსტიტუტია.

"ერთი და იგივე ხალხს ატრიალებენ წრეზე, რადგან ისეთი ტოქსიკურები გახდნენ, რომ წესიერ ადამიანებს მათთან გაკარება არ უნდათ. ჯამში ამას რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზოგადად, სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს-ი, ეს არის ერთი საბჭოთა ინსტიტუტი, სადაც შოთაძე იქნება თუ ვინმე სხვა არაფერს არ ცვლის," - აღნიშნა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღის ამბები