18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა ლავასოღლის ექსტრადიცია, არ შეესაბამება სიმართლეს" - წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულმა მხარემ ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია მოითხოვა. მინისტრის თქმით, ის 2018 წლის 25 ოქტომბერს სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. 

"ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ის დაკავებული იქნა თურქული მხარის მიერ, სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ მოითხოვა მისი ექსტრადიცია. პროცედურები კვლავ მიმდინარეა, რაც შეეხება ამ პირის თუ სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკითხზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, ექსტრადიციის შესახებ დეტალები არ იცის, თუმცა თუ ამის საფუძველი იქნება, საქართველო ამ მოთხოვნას დააყენებს.

"არ ვიცი, დეტალები, რა მდგომარეობაა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუ ასეთი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რა თქმა უნდა, ასეთი ექსტრადირება მოხდება საქართველოს მოთხოვნით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ლავასოღლის პატიმრობის ვადა თებერვალში ეწურება, ხოლო თუ ქართული მხარე მის ექსტრადირებაზე უარს იტყვის, ანკარას მოუწევს დაკავებული გაათავისუფლოს. ლავასოღლი უკვე 15 თვეა თურქეთის ციხეშია.

დღის ამბები