სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი დასკვნა - აუდიტორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლეს.
დასკვნის მიხედვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ისეთ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებს აბარებს, რომლებიც დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.
500 ათას ლარამდე დახარჯული თანხით საბავშვო ბაღის, ჭაბურღილის, კულტურის სახლის და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა, მათი დაზიანების მიზეზი კი შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხია.
შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით კი, მუნიციპალიტეტს ექსპერტიზა ჩატარებული არ აქვს.
აუდიტის ანგარიშში მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სხვა ხარვეზებზეც არის გამახვილებული ყურადღება.
საუბარია დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საკრებულოს მიერ გახარჯულ დაუსაბუთებელ თანხებსა და მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ჭარბ რაოდენობაზე.