საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კელი დეგნანს ფიცის დადებას.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ახალ ელჩთან მუშაობით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში წინსვლას ელოდება.
მილოცვა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა.