18 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
აშშ-ს ახალი ელჩის პირველ გზავნილს საქართველოს მიმართ ექსპერტები აფასებენ

საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება - ასეთია აშშ-ის ახალი ელჩის პირველი გზავნილი ვაშინგტონიდან.

კელი დეგნანმა ფიცის დადებისას რუსულ საფრთხეებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ პროგრესი შეუქცევადია.

ელჩის პირველ განცხადებას თბილისში ექსპერტები აფასებენ.  

"ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში მნიშვნელოვანი ამოცანით ჩამოდის და პირველ რიგში, ეს არის არჩევნებისთვის სტაბილური გარემოს ხელშეწყობა, რაც შედეგად იმ არჩევნებს მოგვიტანს, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება პოლიტიკური მოთამაშეებისთვის," - აღნიშნა "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" გამგეობის წევრმა შორენა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით კი ახალმა ელჩმა მზაობა გამოთქვა საქართველოს სხვადასხვა მისწრაფებისადმი.

"არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ დელიკატური იყო ის, მაგრამ იყო მინიშნება, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს სამაგალითოდ და სამართლიან გარემოში. ახალმა ელჩმა გამოთქვა მზაობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი. ასევე, მან ხაზი გაუსვა სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

დღის ამბები