გიორგი შერმადინმა იბეროსტარ ტენერიფეს შემადგენლობაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის მე-18 ტურში ტენერიფემ ბოლოადგილოსან ესტუდიანტესს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 76:59 დაამარცხა.
30 წლის ქართველი ცენტრ-ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა 25 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლი შეასრულა-21 ქულა დააგროვა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი 14-ჯერ მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
12 მოგებითა და 6 მარცხით ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე რჩება. მომდევნო თამაში შერმადინის გუნდს 22 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად თურქულ გაზიანტეფთან უწევს, 26 იანვარს კი ესპანეთის ჩემპიონატში სან პაბლო ბურგოსს შეხვდება.