18 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ავარია ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე - გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ  გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. 

გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები