18 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენაზე უარს ამბობს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენაზე უარს ამბობს. ეს შესაძლებლობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სადეპუტატო მანდატი საკუთარი სურვილით ოთარ ჩრდილელმა დათმო.

საარჩევნო სიის მიხედვით, კი ჩრდილელის ადგილმონცვლე სწორედ ქუცნაშვილია, რომელიც პარლამენტიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის და პროტესტის გამო წავიდა.

ქუცნაშვილი ითხოვს, რომ ის საპარლამენტო სიიდან ამოიღონ.

დღის ამბები