20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
"თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ჩვენს წინადადებას, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება" - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ხელისუფლების შეთავაზებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თალაკვაძე აანონსებს, რომ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში საკუთარ ძალებს არსებული, შერეული სისტემით მოსინჯავენ. 

"ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, ეს არის 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის. ბურთი, ჯერჯერობით, ოპოზიციის მოედანზეა. მომდევნო რაუნდში ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალ მოდელთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ ყველამ იცით რა მოხდება, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები