18 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"რაც მეტად დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ივანიშვილი, მით უფრო გაღრმავდება კონფლიქტი"- სამადაშვილი

"თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან,"- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება. 

"ხელისუფლებას ავიწყდება, რომ, მართალია, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების და მოქალაქეების მოთხოვნა. თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც უკვე არსებობს. "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ საქართველოს მომავალი. რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება ეს კონფლიქტი,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები