18 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდგომ ჩემკენ გამოიშვიროს ხელი - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავად მას გადმოაბრალოს.

ოხანაშვილის შეფასებით, ვახტანგ რობაქიძე პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებდა.

"ამ ადამიანმა ზღაპრები მოუყვეს მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, რომ ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს, ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

დეპუტატის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ საპატიმრო გირაოს - 7 ათასი ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. "კურიერთან" საუბრის დროს რობაქიძე 14 იანვარს მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს და კაფეში არსებული ვიდეო ჩანაწერების ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს. რობაქიძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

ბრალდებული პოლიციაში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პირველ ეტაპზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა და მას უკვე მუქარასა და ხულიგნობას ედავებიან.

დღის ამბები