საქართველოს შემსწავლელი ვიზიტით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევრები ესტუმრნენ.
პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაული და გადაცდომის ფაქტები , დისკრიმინაციული მიდგომა და მედიის თავისუფლება- ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს თბილისში გამართავს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ შნიბაუმი აღნიშნავს, რომ მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
"საქართველოში ადამიანის უფლებათა ადაპტაციას ვიკვლევთ. კერძოდ, განვიხილეთ მედიის თავისუფლების საკითხი, პოლიციის საქმიანობის თემა და დისკრიმინაცია კერძო სექტორში. მთელი კვირის განმავლობაში გვექნება შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, შედეგები კი, საბოლოოდ, ნაშრომებში აისახება,"- განაცხადა სტივენ შნიბაუმმა.