18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ღრმად ვართ შეშფოთებული საოკუპაციო ხაზთან, მათ შორის ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების გამო - ელიზაბეთ რუდი

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ ოკუპაციაზე და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დისკუსიები პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

რუდის თქმით საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზი, ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან. განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მათ შორის ჩორჩანასთან. როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, იმისათვის რომ ეს საკითხი იყოს მოგავრებული.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები," - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

დღის ამბები