კონგრესმენ მალინის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილზე დიპლომატების მხრიდან პირველი განცხადებები კეთდება. საკითხს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი დეტალურად არ საუბრობს ინდივიდუალურ წერილებზე, თუმცა, მისი თქმით, მუშაობა კომპლექსურ საკითხებზე მიმდინარეობს. როგორც ჰარცელი ამბობს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საკმაოდ მრავლისმომცველი და ღრმა იქნება.
"ინდივიდუალურ წერილებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე დიდი ინვესტორია და ასევე დიდი სავაჭრო პარტნიორიც. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. საკითხები, რომელიც ბიზნესგარემოს ეხება, ძალიან კომპლექსურია. ზოგი საკითხი შესყიდვებს უკავშირდება. ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ არსებული პრობლემები აღმოვფხვრათ. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სწორედ ამ ჩარჩოში ვცდილობთ, რომ სტიმულირება გავუკეთოთ მცირე და საშუალო საწარმოებს,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.