"კულტურის სამინისტროს გამოყოფა არის არასწორი. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კულტურის პოლიტიკას,"- ასე ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
დეპუტატის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, "ქართული ოცნების" პარტაქტივის დასაქმებას ემსახურება.
"ყველაფერი მიმართულია ზოგადად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და კულტურაზე ცრემლების ღვრით და ვითომ სიკეთის კეთების ლოზუნგით არის საკუთარი ბიუროკრატიული და პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადაგმული ნაბიჯი,"-აცხადებს