18 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროების გაყოფა უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში მიღწეულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"კურიერთან" ლევან ხარატიშვილი იმ პროცესებზე საუბრობს, რომელიც უწყებაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ხარატიშვილი უწყებების გამოყოფას მიესალმება, თუმცა აუცილებლობას ვერ ხედავს.

"თავის დროზე პრემიერმა ისაუბრა, რომ სწორედ ხდება დეტალურად განხილვა ეფექტურობისა. თუ გამოვლინდება კონკრეტული მაგალითები იმისა, რომ ამ სამინისტროების ერთად ფუნქციონირებისას ეფექტურობა არ იქნა იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ყოფილიყო, მაშინ შეიძლება ეს გახდეს საბაბი სამინისტროების გაყოფის.

თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები. სამინისტროს აქვს დამტკიცებული ბიუჯეტი და შესაბამისად კულტურის ნაწილშიც ბიუჯეტი არასებობს უკვე დამტკიცებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უმტკივნეულოდ შეიძლება მისი განხორციელება," - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ "კურიერთან" საუბრისას.

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით, მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. უკვე დადასტურებულია, რომ პროცესები თებერვლიდან დაიწყება. ამისთვის კი, აუცილებელია შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გადაუგზავნოს.

დღის ამბები