18 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა იყოს - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილი  სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში  მიღწეულ გადაწყვეტილებას  ეთანხმება.

გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, საკითხის განხილვის დასკვნითი ეტაპი თებერვალში გაიმართება.

"ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო ამ მიმართულებით არის ის, რომ გუნდში ნამდვილად მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა. მთავრობის დასაანონსებელია და პრემიერის გასაჟღერებელი, რამდენად სწორად და დროულად მოხდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს თებერვალშიც მოხდეს. ჩემი სუბიექტური აზრია, კულტურის სამინისტრიო ცალკე იყოს," - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დღის ამბები