"ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვარკეთილში მდებარე სკვერის შესახებ საუბრისას გააკეთა. კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში, არც ერთ პარკსა და გამწვანებულ სივრცეს, რაიმე სახით საფრთხე არ ემუქრება.
დედაქალაქის მერი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩატარდეს „ანას ბაღის“ რეაბილიტაცია და ის უფრო მასშტაბური და თანამედროვე მწვანე სივრცე გახდეს.
“მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა "ანას ბაღს" არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში, არც ერთ სკვერს, არც ერთ პარკს არ შეექმნება არანაირი პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. მწვანე სივრცეს, "ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება. პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ ინვესტორს მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს "ანას ბაღს" და გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, "ანას ბაღის" რეაბილიტაცია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე იმ კონკრეტულ არეალში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ადგილობრივები "ანას ბაღთან“ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე 2 თვეა სხვადსხვა ფორმით აპროტესტებენ.