"პატრიოტთა ალიანსი" NDI-ის წინააღმდეგ - ირმა ინაშვილი კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და ორგანიზაციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
პარტიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოსახლეობის რეალურ განწყობას არ ასახავს.
"NDI-ის ეს ე.წ კვლევები, პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენ სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა და სახე.
ქალბატონი ლორა ტორტონი, ფინანსურად არის დაინტერესებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ კვლევებში,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი.