18 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მატყუარა" - მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პარლამენტის და საკრებულოს წევრები შეძახილებით გააცილეს

"მატყუარა" - ამ შეძახილებით გააცილეს პარლამენტისა და საკრებულოს წევრები სასტუმრო "რედისონიდან", მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა. ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ახსენებდნენ რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"მატყუარა ხარა არჩილ თალაკვაძე, ჩამოდი, შეგვხვდი და გაგვეცი პასუხი. ქართველებს გვატყუებ, ახლა უკვე ელჩების მოტყუებაც დაიწყე. სირცხვილი თქვენ," - ამ სიტყვებით მიმართა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა არჩილ თალაკვაძეს. 

აქციის მონაწილეებს გაესაუბრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელმაც გაბედეს წევრებს მასთან შეხვედრაზე მისვლა შესთავაზა.

"მივალთ პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ შეგვხვდება. ტელევიზიები იქ უნდა იყოს და არის საჭირო იმიტომ რომ საზოგადოებასაც აქვს ის კითხვები, რა კითხვებიც გვაქვს ჩვენ. საზოგადოებას აინტერესებს, თუ რატომ ჩააგდეს პროპორციული არჩევნები, ირღვევა ადამიანის თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები," - განაცხადა მოძრაობა გაბედეს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები