18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება..." - ჯონსონმა პუტინს სკრიპალების საქმე შეახსენა

"მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება, ვიდრე რუსეთი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს არ შეწყვეტს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ბერლინში განუცხადა.

პირისპირ შეხვედრის დროს ბორის ჯონსონმა პუტინს შეახსენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვმა ქიმიური იარაღის გამოყენებით სკრიპალებზე თავდასხმა განახორციელა.

ორმაგი აგენტი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში ქალაქ სოლსბერიში ნივთიერება "ნოვიჩოკით" 2018 წელს მოწამლეს. ბრიტანეთმა მომხდარში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

დღის ამბები