ზვავი ნეპალში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ანაპურნას მთაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა. უამინდობის გამო ერთი კვირის წინ თოვლში დაკარგული 7 ადამიანის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა.
დაკარგულებს შორის სამხრეთ კორეის 4 მოქალაქე და 3 ნეპალელი გიდია.
მათ მოსაძებნად რამდენიმე დღეა მაშველების ჯგუფი და სამხედრო ვერტმფრენი მუშაობს.
ქვეყანაში დამატებითი ძალები გაგზავნა ოფიციალურმა სეულმაც. ნეპალის მთავრობის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განახლდება.