18 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"როდესაც დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი" - კალაძემ გლდანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

გლდანში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი იხარჯება.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ახალი გზის საფარი. მიმდინარე სამუშაოები გლდანში თბილისის მერმა დაათვალიერა.

თბილისის მერი კახი კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის, თუმცა მისი თქმით პროექტის დასრულების შემდეგ ადამიანები კარგ ინფრასტრუქტურულ პირობებს მიიღებენ.

"ერთი თვის მანძილზე ეს კონკრეტული მონაკვეთი იქნება გადაკეტილი, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, როდესაც დასრულდება სამუშაოები, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. გაკეთდება ველობილიკებიც, კარგი საფარი და სხვა დეტალები,"- განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები