18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი" - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მე-8 დაწესებულებაში პატიმრები მუშაობენ და მათ წამების ციტადელის ადგილას ბოსტანი გააშენეს.

თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანას 73 უვადო პატიმარი ჰყავს,  არაერთი მათგანი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მისი განცხადებით, ომბუდსმენი მათ არ შეხვედრია.

"მე-8 დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე, როგორც უკვე გითხარით, რომ იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი.

ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში მუშაობენ უვადო პატიმრები, რომლებიც თქვენ, მაინცდამაინც არ გადარდებენ, ჩემი ვალია, ვიზრუნო.

როგორ? - ამაზე კარგი იქნებოდა სახალხო დამცველს ჩემთან ერთად ემუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი რამ არ ჩანს. პირიქით, არაერთი უვადო პატიმარი თქვენთან ითხოვს შეხვედრას, მაგრამ თქვენ მათ არ შეხვედრილხართ.

როგორ ვერ ნახეთ ის ბოსტანი? ან ის ვერ ნახეთ, რომ მუშაობენ პატიმრები?" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები