თეა წულუკიანმა ადამიანთა უფლებების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განმარტა განცხადება, რომლის მიხედვითაც მას და მის გუნდს იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე თვე დარჩათ - მინისტრის თქმით, 8 წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ერთმა ადამიანმა მართოს ერთი სისტემა.
"მე, თუ ეს "ქართული ოცნების" სურვილი იქნება ვაპირებ პოლიტიკაში მათთან ერთად დარჩენას. რაც შეეხება ჩემს მინისტრობას, 2020 წელს ზუსტად 8 წელი გავა და ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას.
მე ვერ მივიღებ კრიტიკას იმ საკითხებზე, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.