18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ბრალდებები თითიდან გამოწოვილია და არ ვიცი ეს, ვის ინტერესში შედის - კახა კალაძე "ანას ბაღზე"

თბილისის მერი, "ანას ბაღში" განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მისი მერობის პირობებში ვერცერთ რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა ვერ განხორციელდება.

"ანას ბაღის" მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში. პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში და სპორტულ ობიექტებზე მშენებლობები არ განხორციელდება. ბრალდებები თითიდან გამოწოვილია და ნამდვილად არ ვიცი ეს, ვის ინტერესში შედის," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები