უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტებმა რკინის ღობეები სავარაუდოდ გუშინ აღმართეს. მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ერთი სახლი აღმოჩნდეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ექმნება, არის ის, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილია ე.წ. გადასასვლელები, რის გამოც ისინი საკუთარი ახლობლების მონახულებას ვერ ახერხებენ.
"ეს მინდვრები ჩვენი მინდვრებია სულ 130 ჰექტარია მოყოლილი. აღარც ერთი ძროხა და ხბო აღარ ჰყავთ სოფელში, სად აძოვონ, აღარ არის ადგილი" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები. ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისიის ფარგლებში ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ.