18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის დასახვეწად მუშაობა მიმდინარეობს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლის განცხადებითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა არაეფექტურია, ჯანდაცვის სამინისტროდან უპასუხეს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ პროგრამა საჭიროებს დახვეწას და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაგეგმილია.

"პროგრამა თავიდან 20 მილიონის ღირებულებით დაიგეგმა. თუმცა შემდეგ  სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობით და მედიკამენტების მოწოდების შეფერხებით, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ პროგრამა მიმდინარეობდა გარკვეული შეფერხებით. ხარვეზების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებისთვის, პროგრამის მექანიზმი შეიცვალა და დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საყოველთაო ხელმისაწვდომ პროგრამაში ინტეგრირებულ მექანიზმზე," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გასულ წელს გამოყოფილი 14 მილიონიდან სამინისტრომ ამ მიმართულებით მხოლოდ 7 აითვისა. "ევროპული საქართველოს წევრის" თქმით, გაუმართლებელია ბიუჯეტში აუთვისებელი თანხა რჩებოდეს, როცა ათასობით ადამიანი მედიკამენტს გაჭირვების გამო ვერ ყიდულობს. 

 

დღის ამბები