18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ როცა ლანძღავენ, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი - წულუკიანი ლომჯარიას

თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ  ნინო ლომჯარიას ანგარიშში არ მოხვდა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების რთული სამუშაო პირობები.

ასევე, წულუკიანის თქმით, ლომჯარია ყველას ომბუდსმენი არაა, რადგან მას არასდროს დაუცავს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილი, არც პოლიციელები და არც დეპუტატები.

"ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ ან თქვენ პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით,"- მიმართა თეა წულუკიანმა ლომჯარიას. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის  შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარადგინა, რასაც შემდგომში, ამ საკითხებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის გამოსვლა მოჰყვა.

დღის ამბები