18 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
წულუკიანი სარკასტული პიროვნული თავდასხმებით და ჭორაობით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ დაუძვრება - ანა დოლიძე

ანა დოლიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება. დოლიძე  ამბობს, რომ მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. 

"ფაქტია, რომ თეა წულუკიანმა სცადა შემდეგი, რომ გვერდი აევლო შინაარსობრივი დისკუსიისთვის და უმწვავესი ანგარიშისთვის, სადაც ფაქტებია მოყვანილი, რომ ქურდული მენტალიტეტი და ფარული მაყურებლების ინსტიტუტი დაბრუნებულია ციხეებში და აწვება ჩვენს ოჯახებს, რომლებიც არჩენენ პატიმრებს ციხეებში. ამაზე აქვს საპასუხო თეა წულუკიანს და სხვადასხვა სარკასტული პიროვნული თავდასხმებით და ჭორაობით ის, ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ დაუძვრება," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ანა დოლიძემ განცხადება სახალხო დამცველთან შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა. ომბუდსმენის ოფისში, ანა დოლიძე ნინო ლომჯარიას აზარტული თამაშების თემაზე სასაუბროდ ხვდება. 

დღის ამბები