საპროტესტო გამოსვლებია ლიბანში. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერმა ახალი მთავრობა წარადგინა, მომიტინგეები ბეირუთის ქუჩებში გავიდნენ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მომიტინგეები ახლად დანიშნული მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.