18 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით NCDC მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ იმ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა.

 "თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ: მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება: დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს; აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ; მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს; არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში; დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით (და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არ ქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება. სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

რეკომენდაციები ვუჰანში წამსვლელთათვის: მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს; მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი).

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები.

ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა, ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები