18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"ჩავაფურთხე ამათ სულში, მთელი სახელმწიფო იბრძვის ერთი ადამიანის წინააღმდეგ" - მაჩალიკაშვილი საპროტესტო ბანერის დაბრუნებას ითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ საპროტესტო ბანერის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მას მრავალთვიანი საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის წინ კარავთან ერთად ედგა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას არ სურს მისი შვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და მამის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით იბრძვის.

"მე ველოდები ამათგან ბანერის დაბრუნებას. ბანერია წაღებული, კადრები გადაყრილია. თუ მომიტანენ ბანერს დავდგამ, თუ არადა მომიწევს ისევ გავამზადებინო.

ეს პირდაპირ ადამიანების უფლების უხეშად დარღვევაა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, იმ ადამიანების დაბლოკვა და განადგურებაა, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და ვინც ამათ წინააღმდეგ გამოდის. ჩავაფურთხე ამათ სულში. მთელი სახელმწიფო იბრძვის ერთი ადამიანის წინააღმდეგ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები