ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ The Economist Intelligence Unit-მა 2019 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო 165 ქვეყანას შორის, 2018 წლის მსგავსად ისევ 89-ე ადგილს იკავებს, თუმცა 0.08 ქულით შეფასება გაუარესებულია და საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია. 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 5.50 იყო.
საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთს აქვს და ის 86-ე ადგილზეა. 110-ე ადგილზეა თურქეთი, ისინი საქართველოს მსგავსად ჰიბრიდულ რეჟიმად არიან მოხსენიებული. 147-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 134-ე ადგილზე რუსეთი. ეს 2 ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია.
დემოკრატიის ინდექსის პირველ ხუთეულშია ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი.
ბოლო ხუთეულში კი ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა.