თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელიც პლაგიატში დაადანაშაულეს, ამბობს რომ მისი სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატი არ არის და მას ცრუ ბრალდებას უყენებენ. შარვაშიძე მიიჩნევს, რომ მას სრულიად უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს, რაც უნივერსიტეტს და მის რეპუტაციას ეხება.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დავა სასამართლოში გაგრძელდა, გიორგი შარვაშიძე უკან დახევას არ აპირებს.
"ეს არის ის დოკუმენტი, რისი თანაავტორიც ვიყავი. თუმცაღა, ამის მითვისება არ მომხდარა. დოკუმენტი არის საჯარო და რომ არ ვყოფილიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, ან ვინმე სხვას გამოეყენებინა პლაგიატი არ იქნებოდა. საავტორო უფლებები არ ხორციელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე და საკანონმდებლო აქტებზე. ეს არ არის პრესონალური შეტევა, ეს არის შეტევა უნივერსიტეტზე,"- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.