18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ" - დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული არჩევნების დაპირების გაცემა ენმ-ს ძალისხმევის შედეგად მოხდა.  დიღმელაშვილის თქმით, პროპორციული არჩევნები საზოგადოების მონაპოვარი იყო, თავად გრიგოლ ვაშაძე კი ზაფხულის აქციებზე დაცვამ სცენის უკანაც კი არ მიუშვა:

"გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო,"- წერს დიღმელაშვილი "ფეისბუქზე".

დღის ამბები