24 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში სეირნობისას გიდმა ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფში ჩაიყვანა

ისრაელში სამუშაო ვიზიტად მყოფ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის არქეოლოგმა დღეს უჩვეულო ტური მოუწყო. 

საქართველოს პრეზიდენტს, ვიზიტის კულტურული ნაწილის ფარგლებში, ახალი აღმოჩენების დათვალიერება შესთავაზეს. 

ძველ ქალაქში სეირნობისას, გიდმა ქართველ სტუმარს, ყველასგან მოულოდნელად, ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფში ჩასვლა შესთავაზა, სადაც მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. 

სალომე ზურაბიშვილი შეთავაზებას დათანხმდა. 

როგორც იერუსალიმელმა არქეოლოგმა განაცხადა, ახალაღმოჩენილი კულტურული ფენები, ჯვაროსნული პერიოდიდან ანტიკურ პერიოდამდე, სხვადასხვა ეპოქის ნაგებობებს მოიცავს.

დღის ამბები