18 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
არჩევნების მოახლოებასთან ერთად კრიტიკა გაიზრდება - მესამე სექტორი კონგრესმენების წერილზე

ამერიკელი კონგრესმენების და ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის მაიკლ კარპენტერის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მისამართით, არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონგრესმენების გზავნილებს შესაბამისად გააანალიზებს და გაითვალისწინებს. 

"ყოველი მომდევნო განცხადება უფრო მკვეთრი ხდება და მეტ კონკრეტიკას შეიცავს. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ განცხადებების პათოსი და კრიტიკა გაიზრდება. ახლა ხელისუფლების ჯერია, რას აირჩევს - დაძაბულობასა და მუდმივ დაპირისპირებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ პროცესს, რომელიც მშვიდად მიგვიყვანს არჩევნებამდე," - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ" სულხან სალაძემ.

"ჩვენი ხელისუფლება კარგად გააცნობიერებს თუ რას წარმოადგენს ეს წერილი და რა მნიშვნელობას ატარებს. კონგრესი არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას როგორი უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა. შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მათი განწყობა და შენიშვნები საკმაოდ საფუძვლიანია," - აღნიშნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები