საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის:
"მადლობა NATO-ს წევრობისკენ დაუოკებელ სწრაფვაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვადგავართ NATO-სკენ მიმავალ გზას," - წერს დავით ზალკალიანი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე NATO-ს გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს.