18 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს ესწრება - ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს ესწრება. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა. ღონისძიებაში რომელიც ისრაელის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვლადიმერ პუტინი სიტყვითაც გამოვა, მსოფლიო ფორუმში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ. ფორუმზე არ მივიდა არც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მან დარბაზში თავისი და დელეგაციის ადგილები ფაშიზმისგან დაზარალებულების შთამომავლებს დაუთმო.

ფორუმი მეორე მსოფლიო ომისას აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვეების გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება.

დღის ამბები