18 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს" - კობახიძე 4 კონგრესმენის კრიტიკული წერილის შინაარსს ენმ-ს აბრალებს 

ოპოზიციის ბრალდებები კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. 

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერისთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილის შინაარსი კონგრესმენებისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა, რაშიც ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, ენმ-ის წევრების მიერ მიწოდებულმა ყალბმა ინფორმაციამ გაუჩინა კონგრესმენებს არასწორი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობისადმი.  

"ცდუნება იმისა, რომ ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ კონგრესმენს არის ძალიან დიდი, რადგან ეს არის ერთადერთი, ძალიან სუსტი იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში. საბოლოო ჯამში ეს მცდელობებიც არის წარუმატებლობისთვის განწირული იმიტომ, რომ ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე, მაგალითად ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

ასევე, ანაკლიასთან დაკავშირებით არის არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა. მათ ვერ შეძლეს ინვესტორების მოზიდვა და ახლა ცდილობენ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები