18 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ვის შეხვდა სახალხო დამცველი ე.წ მატროსოვის ციხეში - ნინო ლომჯარია შეხვედრის დეტალებს არ ამხელს

სახალხო დამცველი, რომელმაც ე.წ მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა, არ ამბობს რომელ პატიმარს შეხვდა.

მიზეზად ნინო ლომჯარია კონფიდენციალურობას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, პატიმრების სურვილია.

ომბუდსმენი არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მატროსოვის ციხეში წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა:

"მე რომ მქონოდა სურვილი, მეთქვა, ვის ვხვდებოდი და რატომ ვხვდებოდი, ვიტყოდი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პენიტენციურ სისტემაში მისი ვიზიტი თეა წულუკიანის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომ სახალხო დამცველი პატიმრებს არ ხვდება, ნინო ლომჯარიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები