18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"მიუხედავად კრიტიკული მოსაზრებებისა, გვჯერა, რომ ოთხი კონგრესმენიდან თითოეული ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია" - რატი იონათამიშვილი

ოპოზიციაში კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე საქართველოს მთავრობის მეთაურის პასუხს იწუნებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, ოპონენტების შეფასებებს პროვოკაციულს უწოდებენ და კონგრესმენების კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, ამაში დიდ პრობლემასაც ვერ ხედავენ, რადგან თვლიან, რომ მათ საქართველოს მთავრობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული.

"საუბარი იყო იმაზე, რომ მიუხედავად ცალკეული კრიტიკული მოსაზრებებისა, რომელიც შეიძლება იყო გარკვეულად ტენდენციური, ჩვენ გვჯერა, რომ ოთხი კონგრესმენიდან თითოეული ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. ამიტომ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ისინი გამოიტანენ ობიექტურ ანუ პოზიტიურ დასკვნებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონგრსმენების მიერ გამოგზავნილ წერილში, საუბარი იყო ანაკლიის პორტზე და პროცესების პოლიტიზირებაზე. გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ამ წერილში იკითხება სუბიექტური დამოკიდებულება და აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ. ამ განცხადების გამო გიორგი გახარია ისევ გახდა ადრესატი ოპოზიციის კრიტიკის.

დღის ამბები