18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ენგურჰესზე წყლის დონე იკლებს - ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს

ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. თებერვლის შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე დაფიქსირდება, ასეთ მდგომარეობაში კი ენგურჰესი დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათს იმუშავებს.

როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ sputnik-abkhazia-სთან განაცხადა, ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება 2 გზითაა შესაძლებელი - პირველი ეს არის ელექტროენერგიის რუსეთიდან მიღება, მეორე კი მოხმარების შეზღუდვა 10 მილიონ კილოვატ/საათიდან  3,5-4 მილიონ კილოვატ საათამდე. ელექტროენერგიის მოხმარების ამ დონის შემცირება კი ნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყოველდღიურად დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იქნება.

დღის ამბები