4 ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილზე საქართველოს მთავრობის მეთაურის პასუხს ექსპერტები აფასებენ. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პრემიერის პასუხი ცუდი არ იყო, თუმცა ზოგადად, ხელისუფლების რიტორიკაა არასწორი.
"გახარიას პასუხი არ იყო არასწორი, მაგრამ მთლიან ხელისუფლების პასუხი არის ძალიან არასწორი, იმიტომ რომ ხელისუფლება ბევრი ხმით ლაპარაკობს. იმის აღნიშვნა, რომ არის არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. ანუ, ამ ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ისინი ინფორმაციის მიღების გარეშე აკეთებენ დასკვნებს, იმის განცხადება, რომ ჩვენ კომუნიკაცია არ გვივარგა, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. ეს ინფორმაცია მისდის ჩვენს პარტნიორებს და მიუხედავად შედარებით ნორმალური პასუხისა, დიპკორპუსმა რაც დააგროვა ჩვენგან პასუხები, ეს ქმნის სურათს, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ვერ ხვდება რა ხდება, არამედ გაცნობიერებაც არ უნდა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
განცხადება გააკეთა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ. მისი თქმით, წერილის ავტორებმა ის პასუხი ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ.
"ის აზრი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მანამდე რაღაც სიგნალები არ მოდიოდა შეერთებული შტატებიდან, ეს არა მგონია, რომ მისაღები იყოს და დამაჯერებელი. იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ დაწერს ღია წერილს მანამ, სანამ ამას არ აგრძნობინებენ სხვადასხვა დიპლომატიური არხები.... ფაქტია, რომ ამ წერილის ავტორებმა ვერ მიიღეს ის პასუხი, რასაც ისინი ელოდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.